72 წლის ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ბრიტანული ჯგუფის Queen-ის წევრმა, ბრაიან მეიმ „ინსტაგრამზე“ Covid 19-თან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
გარდა იმისა, რომ არტისტმა საზოგადოებას ხალხმრავალ ადგილებში სიარულისა და სოციალური აქტივობების შემცირებისკენ მოუწოდა. მან ბრიტანეთის ხელისუფლების ღონისძიებები, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგაა მიმართული, მწვავედ გააკრიტიკა.
„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყოს, რაც კი ოდესმე სოციალურ ქსელებში გამიკეთებია. ჩვენმა ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირება, თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, საყვარელი ადამიანების გადარჩენა, ამისთვის კი თვითიზოლაციაა საჭირო, მინიმუმამდე დაიყვანეთ ადამიანებთან კონტაქტი“ – წერს მუსიკოსი.
ასევე არტისტმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუკი ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოცემა „მედიუმის“ სტატიას ,,კორონავირუსი: რატომ უნდა იმოქმედოთ ახლა” გაეცნობა და რჩევებს გაითვალისწინებს.
https://www.instagram.com/p/B90OfTuhklh/?utm_source=ig_embed&utm_campaign=loading