ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის წევრი, ბრაიან მეი სიდნეიში, ავსტრალიის ხანძართან დაკავშრებით გამართულ საქველმოქმედო კონცერტს შუერთდა. კონცერტამდე ლეგენდარულმა მუსიკოსმა ველური სამყაროს საავადმყოფო მოინახულა და არც მეტი, არც ნაკლები, კოლასთან ჩახუტებულმა დაუკრა კიდეც.
„ეს ადამიანები საოცარ საქმეს აკეთებენ და ხანძრისგან გადარჩენილ ცხოველებს უვლიან, მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდეათ“, – განაცხადა საავადმყოფოს პერსონალის შესახებ ბრაიან მეიმ.
ინტერნეტი კი 72 წლის ლეგენდარული მუსიკალური არტისტისა და ავსტრალიის ხანძარს გადარჩენილი კოალას ერთობლივმა პერფორმანსმა მოიცვა