ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში გადაწყვიტეს, რომ მოდარაჯე ძაღლები ბატებით ჩაენაცვლებინათ. ამის შესახებ გამოცემა Oddity Central წერს.
გამოსასწორებელი დაწესებულების ინფორმაციით, ბატები უფრო ეფექტურები არიან პატიმრებისთვის თვალის დევნების საკითხში, გარდა ამისა მათი შენახვაც ბევრად უფრო იაფია.
გარდა ამისა, ბატებს უფრო მახვილი სმენაც აღმოაჩნდათ, დააზუსტეს უსაფრთხოების სამსახურში. ფრინველი მაღალ ხმებს გამოსცემს, რისი დამსახურებითაც დაცვა სხვადასხვა სიტუაციების შესახებ დროულადაა ინფორმირებული. „ჩვენ გვაქვს ვიდეო კამერები, გვყავს დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ბატები, რომლებმაც ძაღლები ჩაანაცვლეს“, – განაცხადეს ციხის წარმომადგენლებმა.
ბატების დაცვად გამოყენების პრაქტიკა ბრაზილიაში უკვე დიდი ხანია არსებობს და საკმაოდ წარმატებულადაც გამოიყენება.