როდესაც ურთიერთობა სრულდება, რთულია მარტოხელა ადამიანის ცხოვრებას შეეგუო. არადა, განქორწინების შემდეგ ცხოვრება ნამდვილად არსებობს და მთავარია უკეთესი მომავლის გჯეროდეთ.
განქორწინებას დეპრესიის, ფინანსური პრობლემების და სხვა ბევრი სირთულის გამოწვევა შეუძლია.. რა იქნება შემდეგ? ფსიქოლოგთა აზრით, საშუალოდ 1 დან 2 წლამდეა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ნორმალურად იგრძნოს.
პროცესის დაჩქარება რამდენიმე გზით შეიძლება:
1. მიეცი შენს თავს სევდის უფლება
ქორწინების დასრულება ძალიან რთულია მაშინაც კი, თუკი ეს თქვენი ინიციატივით მოხდა. ასე რომ მიეცით თქვენს თავს დრო იმისთვის, რომ საწოლში იწვეთ, მიირთვათ ნაყინი, არ გააკეთოთ არაფერი და სიტუაციას ისე გაუმკლავდეთ როგორც შეძლებთ. თუმცა, არა დიდი ხნით.
2. დაეყრდენი მეგობრებს
მიენდე მეგობრებს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ ემოციურ ფონზე რაიმე სისულელე არ გააკეთო: დაურეკო ნასვამმა ყოფილს, დაპოსტო სისულელეები ან მის ახალ შეყვარებულს დაუპირისპირდე.
3. პროფესიონალის დახმარება
ნამდვილი მეგობრები მართლაც დიდი საგანძურია, თუმცა როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ უმჯობესია თუკი სპეციალისტსაც მიმართავთ. სწორი თერაპია სიტუაციის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
4. გაიჩინე ახალი მეგობრები
ოჯახის დანგრევა შესაძლოა მეგობართა ნაწილთან გამომშვიდობებასაც ნიშნავდეს, რადგან წყვილს წლების განმავლობაში შესაძლოა ერთი სამეგობრო წრე ჩამოუყალიბდეს. ამიტომ, თამამად გაიჩინეთ ახალი მეგობრები. ახალი ნაცნობობა მტკივნეული მოგონებებისგან განთავისუფლებაშიც დაგეხმარებათ.
5. წადი პაემანზე, ისევ
თუკი გრძნობთ, რომ ამისთვის მზად ხართ, მაშინ უკვე დროა პაემნებზე სიარული დაიწყოთ. უბრალოდ, მიუდექით ამ ყველაფერს მსუბუქად და გაერთეთ. არ არის აუცილებელი იპოვოთ ადამიანი ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებთ, ამ ეტაპზე სასიამოვნო საღამოს გატარებაც საკმარისი იქნება.
6. სურვილების სია
განქორწინება ვაკუუმს ქმნის. მეორე მხრივ კი ახალ შესაძლებლობებს ხსნის – ალბათ მილიონი აქტივობაა, რომლისთვისაც ქორწინებაში ყოფნის დროს უბრალოდ ვერ იცლიდით.
7. აღნიშნე მარტოობა
განქორწინების აღსანიშნავად შეკრიბეთ მეგობრები, დაგეგმეთ მოგზაურობა და გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგათ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.