LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებაში არაფერში რომ არ გამიმართლოს, მაინც ვიტყვი, რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან შემიძლია, რომ ჩემი ოჯახი დაგიძახოთ“ – ალექსანდრე ზაზარაშვილის ემოციური პოსტი

281
ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც მუსიკალური საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, საქართველოს ხშირად სტუმრობს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: „საქართველოდან ამერიკაში უკან რომ დავბრუნდი, დაახლოებით, ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად წამომივიდა ცრემლები, არადა, წლების განმავლობაში იმდენი სირთულე გამოვიარე და მაშინ არ წამომსვლია ცრემლი… თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, სანამ, ეს ყველაფერი მოხდებოდა – ჩემი ძმის ტრაგედია, შეყვარებულთან დაშორება…“

მომღერალი სოციალურ ქსელში დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მათ ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„ცხოვრებაში არაფერში რომ არ გამიმართლოს, მაინც ვიტყვი, რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან შემიძლია, რომ თქვენ ჩემი ოჯახი დაგიძახოთ.

ღმერთო, მადლობა, რომ ასეთი ადამიანების გარემოცვაში გამზარდე“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე ზაზარაშვილმა თბილისში, ქუჩაში შესრულებული ჰიტით გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

ვიდეო: ალექსანდრე ზაზარაშვილი: „დიდი ტრავმა მაქვს მიღებული კონკურსებში და ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი დაილექა ჩემში…“

როგორ ებრძვის ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას ალექსანდრე ზაზარაშვილი: „უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს, ჩემს თავს უნდა შევებრძოლო, რომ ძლიერი ვიყო და ჩემს დებს გვერდში დავუდგე, მივცე მეტი საშუალება ცხოვრებაში…“

ფოტო: „მინდა გაგიზიაროთ საიდუმლო…ძალიან მალე ამერიკული ფილმის მსახიობად და მუსიკალურ დირექტორად მიხილავთ“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი სასიხარულო ამბავს გვიზიარებს

ცხოვრებაში, არაფერში რომ არ გამიმართლოს, მაინც ვიტყვი რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან შემიძლია რომ თქვენ ჩემი ოჯახი დაგიძახოთ ❤️ ღმერთო მადლობა რომ ასეთი ადამიანების გარემოცვაში გამზარდე! 😊

Posted by Ale Zander on ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g