ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
ჯორჯინა სოციალურ ქსელში პატარა ქალიშვილთან, ჯორჯინა თოფურიასთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს და დედობის შესახებ წერს:
„დედის ნამდვილი სუპერძალა არის არა მხოლოდ საფრთხის დროს ფხიზლად ყოფნა, არამედ ისეთი სამყაროს შენება, სადაც შენი ქალიშვილი გაიზრდება მამაცი, თავისუფალი და უშიშარი. ჩემო პატარა ჯიორჯინა, ცხოვრებაში ვერაფერი მეყვარება შენზე მეტად და არაფერი იქნება იმაზე გასაოცარი, ვაკვირდებოდე როგორ ივსები სიცოცხლით, გონიერებითა და სიყვარულით. ჩემი მისიაა, გასწავლო, როგორ იყო ძლიერი და როგორ მიაღწიო მიზნებს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ. თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.
ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდნენ? რას წერენ ესპანური ტაბლოიდები და რა ხდება ცნობილი წყვილის სოციალური ქსელიდან:
თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ხავიერ ოიოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.
ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.