მდიდარ და პოპულარულ მამაკაცებთან, როგორც წესი მოდელის გარეგნობის მქონე ქალები იმყოფებიან. მაგრამ არსებობენ ჯენტლმენები, რომელთა ცხოვრების მეგზურები სილამაზის სტანდარტებისგან საკმაოდ შორს არიან.
ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნესი
ამ მამაკაცს შეეძლო, ფაქტობრივად ნებისმიერი ქალის გულის მოგება, ვისაც მოისურვებდა, თუმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მსახიობის გული უკვე 20 წელია დებორა ლის ეკუთვნის, რომელიც მასზე 13 წლით უფროსია, თუმცა ეს სხვაობა მათ ურთიერთობაში არანაირ სირთულეს არ ქმნის.
მიშა კოლინზი და ვიქტორია ვანტოკი
სკოლის სიყვარული 2002 წელს ქორწილით დასრულდა. წყვილი 4 შვილს ზრდის და ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვთ.
ჯოშ ჰოლოუეი და იესიკა კუმალა
უკვე 13 წელია „დაკარგულების“ ვარსკვლავი ინდონეზიელ ქალზეა დაქორწინებული. მსახიობი სამაგალითო მეოჯახეა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მეუღლესა და ორ შვილს ის საკმაოდ დიდ დროს უთმობს.
აარონ ჯონსონი და სემ ტეილორ-ვუდი
სემი მეუღლეზე 23 წლით უფროსია, თუმცა უკვე 5 წელია ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ასაკი ხელს არ უშლის აარონს, შეყვარებული თვალებით უყუროს მეუღლეს და მის გვერდში ენბისმიერ სიტუაციაში იყოს.
კრის ნოტი და ტარა უილსონი
ცნობილმა და სიმპატიურმა კრისმა მომავალი მეუღლე საკუთარ კლუბში გაიცნო. ტარა მიმტანად მუშაობდა და 10 წლის განმავლობაში საყვარელ მამაკაცს ერთგულად ელოდებოდა. დღეს კი წყვილს წარმატებული ერთიანი ბიზნესი და ბედნიერი ოჯახი აქვს.
მეტ დეიმონი და ლიუსიანა ბაროზო
მსახიობმა მომავალი ცოლი მაიამიში, გადაღებებზე გაიცნო. ლიუსიანა ადგილობრივ ბარში მუშაობდა. მათ 2007 წელს იქორწინეს და უკვე სამ შვილს ზრდიან.
იტან ჰოუკი და რაიან შოუჰიუზი
იტან ჰოუკისა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის, უმა ტურმანის ქორწინება მაშინ დასრულდა, როდესაც მან მეუღლე ბავშვების ძიძასთან ღალატში ამხილა. ძიძასთან იტანმა 2008 წელს იქორწინა და მას შემდეგ მასთან ბედნიერად ცხოვრობს.
პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი
აგენტმა 007-მა ცხოვრების მეგზურად რეალურ ცხოვრებაში ჟურნალისტი აირჩია, რომელსაც 7 წელი ხვდებოდა. 2001 წლიდან წყვილს 2 შვილი შეეძინა და დღეს წყნარი ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობენ. „ის ერთია მილიონში, – დარწმუნებულია პირსი. – ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე“.







