LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მწერალი, ჯეიმს პატერსონი მერილინ მონროს გარდაცვალების შესახებ სკანდალურ ინფორმაცია ავრცელებს

181
page

ლეგენდარული მერილინ მონროს გარდაცვალებიდან მრავალი წელი გავიდა, თუმცა მისი ტრაგიკული ისტორია აქტუალობას დღემდე არ კარგავს.

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯეიმს პატერსონი აცხადებს, რომ მერილინ მონროს გარდაცვალება შესაძლოა მკვლელობას უკავშირდებოდეს. პატერსონმა ამ თემაზე The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მწერალმა სულ ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი, „მერილინ მონროს ბოლო დღეები: ნამდვილი ტრილერი“ გამოუშვა. მისი თქმით, მონროს ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი ბევრისთვის დღემდე უცნობი დეტალებითაა მოცული.

„მისი გარდაცვალების ისტორია გაცილებით უფრო სიღრმისეული და რთულია, ვიდრე ბევრს ჰგონია. არ ვიცოდი მისი რთული ბავშვობის შესახებ, 11 თავშესაფარი, სხვადასხვა ოჯახი, ძალადობის ეპიზოდები და ა.შ… მას უაღრესად სენსიტიური ურთიერთობები ჰქონდა პრეზიდენტ კენედისთან, რობერტ კენედისთან, ფრენკ სინატრასთან და მაფიის წარმომადგენლებთანაც კი. ის ყველაფერს ინიშნავდა და დიდ ინფორმაციას ინახავდა, რომელიც ყველასთვის საფრთხის შემცველი იყო“, – ამბობს ავტორი.

ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიის მიხედვით, რომელსაც ლოს-ანჯელესის პოლიცია იმ დროისათვის ასაჯაროებდა, მერილინ მონროს 1962 წლის 5 აგვისტოს გარდაცვალება თვითმკვლელობადაა მიჩნეული. მას დიდი ოდენობით დამამშვიდებელ პრეპარატები ჰქონდა მიღებული.

მერილინ მონროს გარდაცვალებიდან 63 წლის შემდეგ, სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი – თომას ნოგუჩი დუმილს არღვევს – სკანდალური ფოტოები

მერილინ მონროს სილამაზე და ჯანსაღი ცხოვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები