LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია ბეჭდის ფასი, რომლითაც კუკ მარონიმ ჯენიფერ ლოურენსი დანიშნა (ფოტო)

449
14242138-0-image-a-136_1559417870916

თებერვლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოურენსი კუკ მარონიზე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ,,ოსკაროსანი” მსახიობის მარცხენა ხელის არათითზე ბეჭდის დაფიქსირებით გავრცელდა.

ჯენიფერ ლოურენსი თხოვდება - მსახიობი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს (ფოტო)

ინფორმაცია ამის შესახებ მედიასთან 28 წლის მსახიობის აგენტმა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ სამკაულის ფასის დასადგენად მედიას თითქმის 3 თვე დასჭირდა, თუმცა, ლოდინი ამად ღირდა.

გაირკვა, რომ ბეჭედი, რომლითაც ხელოვნებით გატაცებულმა 33 წლის მარონიმ თავის 28 წლის რჩეულს ხელი სთხოვა 100 ათასი დოლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი  ერთმანეთს 2018 წლის მაისიდან ხვდებიან. ცოტა ხნის წინ მათ, წინა საქორწილო წვეულება გამართეს, თუმცა ქორწილის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ჯენიფერ ლოურენსი ქორწილისთვის ემზადება (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები