American Idol-ის მომავალ სეზონში, კეტი პერის შემცვლელი ნაპოვნია. შარშან, მაისში, 7 წლის შემდეგ, ამ უკანასკნელმა პროექტი დატოვა.
მას შემდეგ, ქსელში აქტიურად ისმოდა კითხვა, ვინ ჩაანაცვლებდა პერის. ინტერნეტში რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის ჯენიფერ ლოპესს, ადელსა და სხვებს განიხილავდნენ, თუმცა ის არც ერთი აღმოჩნდა.
კეტი პერის American Idol-ში ჯენიფერ ლოპესი ჩაანაცვლებს
ცნობილი გახდა, რომ 23-ე სეზონში, ლაინორ რიჩსა და ლუკ ბრაიანს გვერდს, ქერი ანდერვუდი დაუმშვენებს.
ანდერვუდი ამ ამპლუით შოუში მონაწილეობას, პირველად მიიღებს. საგულისხმოა, რომ ის American Idol-ის აღმოჩენაა. ქერი პოპულარული 2005 წლიდან, სწორედ პროექტის მეოთხე სეზონის მოგების შემდეგ გახდა.
American Idol-ის 23-ე სეზონის პრემიერა, 9 მარტს შედგება. შოუს წამყვანი, კვლავ რაიან სიკრესტი იქნება.