LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, ვის განასახიერებს ლედი გაგა Wednesday-ის მეორე სეზონში – არტისტმა სერიალის პროუშენისთვის პერფორმანსი გამართა, რომელშიც მონაწილეობა ჯენა ორტეგამ მიიღო

148
photo-collage.png (4)

მიუხედავად იმისა, რომ Wednesday-ის მეორე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებულმა ამბავმა გულშემატკივარი გაწბილებული დატოვა, სერიალის მიმართ ინტერესი მაინც არ განელებულა.

31 მაისს, ,,ნეტფლიქსის” ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც მომავალი პროექტების წარდგენა ხდება, ლედი გაგას სპეციალური პერფორმანსი ვიხილეთ. არტისტი საღამოზე ჰიტების – Zombieboy, Bloody Mary და Abracadabra შესრულებით წარდგა. სანახაობა ,,უენსდეის” ახალი ნაწილის პრომოუშენისთვის შედგა და მასში მონაწილეობა გახმაურებულ სატელევიზიო შოუში მთავარი როლის შემსრულებელმა, ჯენა ორტეგამ მიიღო.

ცერემონიაზე ოფიციალურად დადასტურდა სერიალის მეორე სეზონში ლედი გაგას მონაწილეობა და ასევე გამოცხადდა, ვის განასახიერებს ის. გაირკვა, რომ გაგა Nevermore-ის ენიგმატური მასწავლებლის, როზალინ როტვუდის როლში მოგვევლინება.

შეგახსენებთ, რომ Wednesday-ის მეორე სეზონის გამოსვლის თარიღმა გულშემატკივარი გაანაწყენა, რადგან შემქმნელებმა ის ორად გაყვეს – პირველი ნაწილი 2025 წლის 6 აგვისტოს, ხოლო მეორე – 3 სექტემბერს გამოვა. ორივე ნაწილი 4-4 ეპიზოდს მოიცავს.

,,უენსდეის” პრემიერა ,,ნეტფლიქსზე”, 2022 წელს შედგა. სერიალის პირველ სეზონს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი რეჟისორი, ტიმ ბარტონია. Wednesday ,,ადამსების ოჯახის” ერთ-ერთი წევრის, უენსდეის შესახებ მოგვითხრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები