LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხალი ადგილი ასე ადვილად არ გაჰქრება…“ – პრეზიდენტი კაფე „მზიურის“ დამფუძნებელს ეხმაურება

194
სალომე ზურაბიშვილი

„ცოცხალი ადგილი ასე ადვილად არ გაჰქრება…“ – ამ ტექსტით პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზიურის კაფის დამფუძნებლის ანა გოგუაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

„მზიურს რომ ჩავუვლი ხოლმე, პირველი ანა გოგუაძე მახსენდება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩემთვის ანა არის ახალი მზიურის გამცოცხლებელი და შემოქმედი“

როგორც ამავე პოსტში ანა წერს, თითოეულ გულშემატკივარს და თანამოაზრეს ჰპირდება, რომ ბოლომდე იბრძოლებს, კაფე „მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად.

„ეს ფოტო 2015 წელს არის გადაღებული, როცა ამ შენობის აღდგენა და გაცოცხლება შეუძლებლად მიაჩნდათ… გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, კაფე „მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!“ – ანა გოგუაძე

ინფორმაციისთვის, 15 ივნისს კაფე „მზიურმა“ გაავრცელა განცხადება, რომ შენობა აუქციონზე გადის. მათი ცნობით, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.

16 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა.

კალაძის თქმით, შენობა ისევ სოციალური კაფეს სტატუსით გასხვისდება და პროექტები, რომლებიც აქამდე ხორციელდებოდა, ისევ განხორციელდება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.

„რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი“. – განაცხადა კახა კალაძემ.

ცოცხალი ადგილი ასე ადვილად არ გაჰქრება…

Posted by Salome Zourabichvili on Monday 17 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g