LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coldplay 2025 წლიდან სიმღერებს აღარ გამოუშვებს

150
page

7 „გრემის“ მფლობელი ჯგუფის, Coldplay-ის ფრონტმენის, კრის მარტინის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ყველასათვის მოულოდნელი შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, მალე ბენდი დაიშლება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კოლექტივი კიდევ 4 ალბომს გამოუშვებს.

„ჯგუფის დღეები დათვლილია, 4 ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯგუფი დაიშლება, ზუსტად ვიცი, რომ ჯგუფის ბოლო ჩანაწერი 2025 წელს გამოვა და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე ტურნე გვექნება. არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის წევრებმა ვითანამშრომლოთ, მაგრამ Coldplay-ის კატალოგი დასრულდება. ვუგზავნით ჩვენს სიყვარულს ყველა კოვიდინფიცირებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“,- აცხადებს მარტინი

Coldplay-მ Brit Awards კოსმოსური სინგლით გახსნა – ნახეთ ჯგუფის ტრიუმფალური პერფორმანსი

შეგახსენებთ, Coldplay ლონდონში, 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი, Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში, ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები