LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coldplay-ის ახალი დისკი შემოდგომაზე გამოვა

160
448681386_494173729630978_8718396250626409948_n

Coldplay-იმ მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლის – Feels Like I’m Falling in Love რელიზის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან მალევე, ახალი დისკის გამოსვლის თარიღიც გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული პოპ როკ ბენდის მეათე სტუდიური ალბომი – Moon Music დღის სინათლეს 4 ოქტომბერს იხილავს. ფირფიტა წინამორბედი ლონგფლეის – Music of the Spheres გაგრძელება იქნება.

აღსანიშნავია, რომ კრებულის მთავარი ჩანაწერის პრეზენტაცია ჯგუფის ბუქარესტში გამართულ კონცერტზე შედგა. გაირკვა, რომ კომპოზიციის კლიპი ათენში ჩატარებული პერფორმანსისას გადაიღეს და ის ,,ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ ვიდეოთა” შორის მოხვდა. სიმღერის ვიზუალი 3 მილიონი ევრო დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ,,ქოლდფლეი” კონცერტებს ევროპის მასშტაბით მართავს.

ვიდეო: ვარსკვლავთცვენა Coldplay-ის კონცერტზე – ჯგუფმა ახალი სინგლის გამოსვლა დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები