როგორც ცნობილია, ჯასტინ ბიბერის მეუღლე, 25 წლის ჰეილი ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანს, მას კოვიდის შემდეგ ტვინში თრომბი წარმოექმნა.
25 წლის ჰეილი ბიბერი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს
ექიმების განცხადებით, აღნიშნული სიმპტომები უფრო ხანდაზმული ადამიანისთვისაა დამახასიათებელი და არა 25 წლის გოგონასთვის. თუმცა ახლა ჰეილი კარგადაა და სახლში გადის მკურნალობას.
ინსაიდერების თქმით, სანამ ჰეილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ჯასტინი ადგილს ვერ პოულობდა. ის არ ჭამდა, არ ეძინა და სულ მეუღლის გვერდით იყო. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსმა მომდევნო თვეებში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა რათა დრო ცოლზე ზრუნვას დაუთმოს.