19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გიორგიმ „თავისი არ ყოფნით ყველა შეცვალა”.
„ერთი წელი გიოს გარეშე. თავისი არყოფნით ყველა შეგცვალა, სულიერად გაგვზარდა, მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის, ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით!“, – წერს მირიან ნიკოლაძე.
ჯოჯოხეთური წელი უშენოდ – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
შაქარაშვილის საქმის განაჩენი – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა
2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს.
გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.
ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.
შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს
სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაზიანებების ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.