“დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს” – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ანა ჯაბაურმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა: "იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა"
"ვნახე, კი. დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა"
როგორც კონსტანტინე წერს, ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთლობის მდგომრეობას ნორმალურად აფასებს.
“ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.