იმ ფონზე, როცა COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად უპრეცედენტო რბოლა მიმდინარეობს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს.
მეცნიერების თქმით, ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის ხელისაწვდომი შეიძლება უკვე სექტემბერში იყოს.
როგოც CBSnews წერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც COVID-19-ის მსგავს ინფექციებზე მუშაობდნენ, ექსპერიმენტული ვაქცინა წარმატებით გამოცადეს მაიმუნებზე. როგორც მედიასაშუალება წერს, ვაქცინაციის შემდეგ კვლევაში ჩართულ მაიმუნებს დიდი ოდენობით კორონავირუსთან ჰქონდათ შეხება, თუმცა მათ ვირუსი არ გადაედოთ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, ჯერჯერობით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ადამიანების შემთხვევაშიც მსგავსად ეფექტიანი იქნება.
მკვლევარები ამბობენ, რომ შემდეგ ეტაპზე კვლევაში მონაწილე 550 ადამიანს გაუკეთებენ ვაქცინას, ხოლო კიდევ 550-ს მენინგიტის ვაქცინას, რათა შეამოწმონ პლასებოს ეფექტი.
”როგორც ჩანს, საბოლოოდ, მე შემიძლია რაღაც გავაკეთო…” – თქვა ოქსფორდის მეცნიერმა ელიზა გრანატომ.
იმისათვის, რომ კველვის დასრულებამდე დრო არ დაიკარგოს, ინდოეთში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია უკვე მომავალი თვიდან გეგმავს ვაქცინის მასობრივი წარმოება დაიწყოს მანამ, სანამ მისი ეფექტიანობა დამტკიცდება.