LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუცა კაპანაძე: „ამერიკაში ფულის დაგროვება ვერ მოვახერხე და ვერც ბინა ვიყიდე…“

1582
ცუცა

ცუცა კაპანაძე, რომელიც წლებია, აშშ-ში ემიგრაციაშია, ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ სამწუხაროდ, თანხის დაგროვება ვერ შეძლო:

„ახლაც ბებიას ვუვლი და სულაც არ მეთაკილება, პირიქით, ნებისმიერი სამუშაო საპატიოა. არ შემიძლია 24 საათი ვიმუშაო, ამდენი ენერგია არ მაქვს, მაგრამ საცხოვრებლისთვის, საკვებისა და გადასახადებისთვის საჭირო თანხას გამოვიმუშავებ.

შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, მათ შორის – ისიც, რომ ამერიკაში ოქროს მთებია. წლების განმავლობაში ფულის დაგროვება, გადანახვა ვერ მოვახერხე. როგორც შემიძლია, ოჯახის წევრებს ვეხმარები. მე არც ახალი სახლი მიყიდია თბილისში, ისევ ის ბინა მაქვს სოლოლაკში, მწერალთა სახლის წინ, იტალიურ ეზოში, საერთო სამზარეულოთი… როცა დავბრუნდები და ვფიქრობ, ეს ოთხ წელიწადში მოხდება, ჩემს პატარა სახლში გემრიელად ვიცხოვრებ…“

ცუცა კაპანაძე: „ბედნიერება სამშობლოს გარეშე იგივეა, რაც ფანჯრიდან დანახული გაზაფხული“

ვიდეო: ცუცა კაპანაძე – „როცა ვიღაც მიდის ემიგრაციაში – ეს ნიშნავს, რომ შენი ოჯახის შეწირული ცხვარი ხარ“

რატომ წავიდა ემიგრაციაში ცუცა კაპანაძე: „80 ლარი მქონდა ხელფასი თეატრში, 80 ლარად ვერ ვიცხოვრებდი… ჩემს ოჯახს უნდა დავხმარებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g