LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“და ისევ მხოლოდ ერთ ქალს 1072828800-ჯერ ვეტყოდი: “მე შენ მიყვარხარ” – გია მურღულიას საინტერესო და ემოციური ტანკა პროზით

239
მურღულია-გია

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია​ აქვეყნებს ტანკას, სადაც ერთგვარი პროზის სახით და არითმეტიკული სიზუსტით იმ საყვარელ საქმეებს თვლის, რასაც კვლავ გააკეთებდა, მაგალითად, 397 344-ჯერ უყურებდა საფეხბურთო მატჩს.

ამ ჩამონათვალს კი ყველაზე ემოციური დასასრული აქვს და გასაკვირი არ არის რომ სიყვარულით მთავრდება: “ისევ მხოლოდ ერთ ქალს 1072828800-ჯერ ვეტყოდი: “მე შენ მიყვარხარ” – წერს მურღულია.

ტ ა ნ კ ა პ რ ო ზ ი თ

68 წელი ვიცხოვრე ამქვეყნად, ანუ:

827 თვე

24 836 დღე

596 016 საათი

35 760 960 წუთი

21 45 657 600 წამი

ამ ხნის განმავლობაში დასაწყისიდან ბოლომდე სრულად:

70 813 782-ჯერ ვიტყოდი “მამაო ჩვენოს” (ერთხელ თქმას 30.3 წამს ვანდომებ).

გია მურღულია: „ჯვრების მარტო ქუჩებში დადგმა არ გამოგვადგება, გულშიც უნდა იდგას ჯვარი…“

397344-ჯერ ვნახავდი საფეხბურთო მატჩს.

11-ჯერ დავამთავრებდი უნივერსიტეტს და ახლა მეორე კურსზე ვიქნებოდი.

ჩავატარებდი 794 688 გაკვეთილს.

ჩვეულებრივი სვლით მანქანით 894-ჯერ შემოვუვლიდი დედამიწას.

ძვირფასო, ჩაიწერე ხომ ეს ყველაფერი?

ახლა ბოლო წინადადებაც მიაწერე:

და ისევ მხოლოდ ერთ ქალს 10 72 828 800-ჯერ ვეტყოდი: “მე შენ მიყვარხარ”.

მე და შენ ხომ ვიცით, რომ ამის თქმას სულ 2 წამი სჭირდება…”- წერს პედაგოგი საინტერესო პოსტში.

გია მურღულია: „რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი? რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს? „უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს“

გია მურღულია: „მე არ მიჭირს ვაღიარო, რომ ვინმე ჩემზე ნაკითხი, მცოდნე და განათლებულია.. პატივი უნდა მიაგო იმ აზრს, რომ სხვამ მეტი და უკეთესად მოასწრო, ვიდრე შენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g