ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარტიის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
მდინარაძე მისალოც ტექტსში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება – ამ ქვეყნისთვის პოლიტიკური ქველმოქმედებაა:
“დაბადების დღეს ვულოცავ უმაგრეს ადამიანს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკური ქველმოქმედებაა ამ ქვეყნისთვის!” – წერს მდინარაძე “ფეისბუქში”.
“ქართული ოცნება” – პარტიის თითოეული წევრის სახელით, ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ვულოცავთ!