დილიდან მიმდინარეობს მზადება „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე არის დაგეგმილი. მმართველი პარტიის შემაჯამებელ შეკრებას, ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დილას ქალაქში მომიწია გასვლა – საგანგებო მზადებაა, რუსთაველი გადაკეტილია, მარჯანიშვილზეც კი, რეგიონებიდან ჩამოსასვლელი ავტობუსებისთვის ადგილებია შემოღობილი და დაკავებული… ამ დროს ჩვენს ქუჩაზე პატარა ავარია მოხდა და უკვე მესამე საათია, ორივე მძღოლი პატრულს ელოდება – ყველანი იქ არიან და ვინ მოვა
რა ხდება? კონკურსი ტარდება ხალხმრავალი მიტინგის ორგანიზებაში? და მერე ეს ხო მხარდამჭერთა მიტინგს არ ნიშნავს… მხარდამჭერთა მიტინგი ის იყო – 9 აპრილს ჩემებმა კარი რომ ჩამიკეტეს, პატარა ხარ, მიტინგზე რა გინდაო და ფანჯრიდან რომ გადავძვერი… გამსახურდია და კოსტავა ხალხს ავტობუსებით და პოლიციის ძალით კი არ აგროვებდნენ… აგერ, მეზობელი ჩივის ეზოში და ვეთანხმები – ხელისუფლება ოპოზიციას მიტინგს უწყობდეს, არ გამიგიაო.
სინამდვილეში, ამ მიტინგს ოპოზიციას კი არ უწყობენ – ეს ბიძინას დამამშვიდებელი მიტინგია ნუ, პოლიცია ჯერ არ ჰყავთ, მაგრამ უნდა ითქვას რომ წელს ნაცებსაც ჰქონდათ საინტერესო მიგნებები – მაგალითად, თბილისისკენ მომავალი ავტოკოლონა ძლევამოსილი რომ გამოჩენილიყო, დროშებით მორთული, ოთხი მანქანა ავტობანზე მოღიღინებდა და სხვებს წინ არ უშვებდა”,- წერს დაჩი გრძელიშვილი.