LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადებითი გადაწყვეტილება, დიდი ხანი ველოდით – პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ – სერგეი გავრილოვი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

222
სერგეი გავრილოვი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნა, დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი კმაყოფილია.

„მთავარ არხთან“ საუბარში გავრილოვი ამბობს, რომ ის თბილისში კიდევ აპირებს ჩამოსვლას და ამჯერად უკვე პირდაპირი რეისით:

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში 7-ჯერ იფრენენ

„ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით.

ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – გურამ მაჭარაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ.

მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას.

პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის  ხელისუფლებაზე.“ – ამბობს გავრილოვი.

ამავე თემაზე:

„საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა“ – არჩილ თალაკვაძე

გოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

„საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი კომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული“ – მარიამ ქვრივიშვილი

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g