LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი კომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული“ – მარიამ ქვრივიშვილი 

285
ქვრი

რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი კომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული.

„მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი კომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, არ ექნებათ შეზღუდვა განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ოპერირებას მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები შეძლებს.

„ამ ეტაპისთვის არანაირი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვაქვს მომართვა არც ერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის არც სახელმწიფოს მხრიდან. მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები, ისინი შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე, როგორც ისინი ოპერირებენ მაგალითად ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და გაერთიანებულ საამიროებში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.

 

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში 7-ჯერ იფრენენ

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

magti 5g