LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა“ – არჩილ თალაკვაძე

150
არჩილ თალაკვაძე

„საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა“, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა​.

არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო.

„რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას„საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი კომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული“ – მარიამ ქვრივიშვილიჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – გურამ მაჭარაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეგოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g