LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაეწვათ სახლი, რომელიც წლების მანძილზე სიმწრით და ოფლით ჰქონდათ აშენებული… დარჩნენ ღია ცის ქვეშ, არაფერი დარჩათ“ – თელავის რაიონში მცხოვრებ ბაიხანაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

606
ხანძარი რუისპირში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ბაიხანაშვილების ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება – დღეს ბაიხანაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ოჯახის ახლობლების თქმით, ხანძრის შედეგად განადგურდა ყველაფერი – პირადი მოხმარების ნივთები, ავეჯი, ტექნიკა და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

„გამარჯობა მეგობრებო,

არასოდეს გამოვირჩევი პოსტების წერით, მიმართვებით და თხოვნებით, ვერც წარმოვიდგენდი მსგავს პოსტს თუ დავწერდი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს უფლებას ვაძლევ , დახმარება გთხოვოთ.

ჩემი მამიდის #მაგდაბაიხანაშვილის ოჯახს , რომელსაც სოფელში ბევრი ძალიან კარგად იცნობთ, დღეს დილით დაეწვა საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთელი წლების მანძილზე სიმწრით და ოფლით ჰქონდათ აშენებული და გაკეთებული.. დარჩნენ ღია ცის ქვეშ..

არაფერი დარჩა საცხოვრებელ სახლში, არანაირი ტექნიკა, არანაირი ავეჯი და პირადი მოხმარების ნივთები, ჩანს სურათებში ყველაფერი დეტალურად..

რა თქმა უნდა, ახლობლები გვერდით ვუდგავართ და გთხოვთ, რომ თქვენც გამოიჩინოთ გულისხმიერება და თანადგომა.. ძალა ყოველთვის ერთობაშია!.

ვისაც სურვილი გაქვთ ტექნიკით, ვისაც სურვილი გაქვთ მატერიალურად, რადგან არანაირი სახსრები ფინანსური ამ ეტაპზე არ გააჩნიათ და თითოეული თეთრი მათთვის მნიშვნელოვანია..

სახლში არ დარჩა არაფერი , არც ერთი ოთახი, რომ ვარგოდეს საცხოვრებლად..

ჩემი თხოვნაა, თუ ვერ დაეხმარებით, პოსტის გადაზიარებაში მაინც მიიღეთ მონაწილეობა , რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს 🙏🏻..“ – წერს ხანძრის შედეგად დაზარალებული ბაიხანაშვილების ოჯახის ნათესავი.

მიმღების ანგარიშის ნომერი:

🔸BOG-#GE02BG0000000100784453

მიმღების ანგარიშის ნომერი:

🔹 Credo-#GE42CD0360000004504097

🔻მიმღების პირადი ნომერი: 20001022241

მიმღები:მაგდა ბაიხანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g