LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაგვესივნენ ტილები”, “უწყლობის გამო ცუდი სიზმრები ამიხდა” – ქობულეთის სამ სოფელში უწყლობას აპროტესტებენ

125
BeFunky-collage

ბუკნარის, მუხაესტატესა და ხუცუბნის მცხოვრებლები, სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ქობულეთის მერიასთან აქციას მართავენ.

”უწყლობის გამო ცუდი სიზმრები ამიხდა”, ”დაგვესივნენ ტილები”, ”წყალი არ იყო სულიკო, ვერ ვნახე დაკარგულიყო”, ”ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ” – მსგავსი შინაარსის ბანერებით აქციის ორგანიზატორები, “ახალი ლიდერების ინიციატივა აჭარის” წარმომადგენლები, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, სოფლებს სასმელი წყალი გრაფიკით, დაბალი ნაკადით ან რამდენიმე დღე საერთოდ არ მიეწოდებათ.

აქციის მონაწილეები მერიას წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეულ ვადას აძლევენ, რის შემდეგაც, მოთხოვნის შესურლებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებუ;ები.

ფოტო: “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები