LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიანა როსი ,,გრემიზე” იმღერებს – მომღერალი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს (ფოტო)

diana-ross-7-1395754380-view-1

ცნობილი გახდა, რომ დაიანა როსი ,,გრემიზე” იმღერებს. საინტერესოა, რომ ლეგენდარული შემსრულებლის პერფორმანსი საღამოზე, მისი 75 წლის იუბილეს აღსანიშნად გაიმართება.

ცნობისთვის, ამერიკელი მომღერალი მუსიკალურ პრემიაზე თერთმეტჯერ იყო ნომინირებული. 2012 წელს, მას ,,ჯილდო ცხოვრების მთავარი მიღწევისთვის” გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემი”, რომელსაც ალიშა ქისი წაიყვანს, 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. სცენაზე ასევე Dan + Shay-ის, H.E.R.-ს, Post Malone-ს Red Hot Chilli Peppers-თან ერთად, მაილი საირუსს, კამილა კაბეიოს, ქარდი ბის, შონ მენდესს, ჟანელ მონეს, კეისი მასგრეივსსა და ბრენდი კარლაილს ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები