პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა დააკავეს. ინფორმაციას მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე ავრცელებს.
მისი თქმით, დავით ქაცარავა დაკავებული და ნაცემია.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში მიჰყავთ.
„ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან!“ – წერს სოფია ხაჭაპურიძე.