ბოლივიაში სამართალდამცავებმა დააკავეს ურუგვაელი ნარკობარონი სებასტიან მარსეტი და მისი თანამზრახველები. ამის შესახებ El Pais წერს.
აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ – DEA მარსეტს მიაკვლია სხვა ქვეყანაში, სადაც ის 2022 წლიდან იმალებოდა. პოლიციამ მის საცხოვრებელში სპეცოპერაცია ჩაატარა, დააკავა ხუთი პირი და ამოიღო იარაღი.
დაკავებულებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ურუგვაის მოქალაქემ, 22 წლის ტატიანა მარსეტ ალბამ. ვარაუდობენ, რომ ის ნარკობარონის ახლო ნათესავია და ბანდაში მნიშვნელოვანი როლი ეკავა.

მას შემდეგ, რაც ბოლივიის პოლიციამ დაკავებულთა ფოტოები გაავრცელა, ინტერნეტმომხმარებლები ტატიანას გარეგნობაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ ის ოპერაციის დროს იღიმოდა, რამაც კიდევ უფრო მიიქცია ყურადღება. ზოგიერთი მომხმარებელი მას მოდელის კარიერასაც კი უწინასწარმეტყველებს.
სებასტიან მარსეტი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნარკოდილერად ითვლებოდა. DEA მისი დაკავებისთვის 2 მილიონ დოლარამდე ჯილდოსაც აცხადებდა. 2024 წელს პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლეც დააკავა, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, ტატიანამ ბანდაში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეითავსა.

მარსეტი აშშ-ში ექსტრადირებულია, ხოლო დანარჩენი დაკავებულები ამ დროისთვის ბოლივიაში სასამართლოს წინაშე წარდგებიან.