LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

179
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/982

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ორშაბათი, 15 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g