LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს“ – პოლიციამ მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა

75
დაკავება

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფატი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები