LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარბოდნენ, როგორმე სტატუსი არ მიგვეღო.. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოსს ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! – ეს ესმით, არც ისეთი შტერები არიან, ვერავინ გაბედავს ქვეყანაში დაპირისპირებას, სისხლისღვრას“ – კალაძე ოპოზიციაზე

148
კახა კალაძე

„ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, რომ როგორმე არ მიეღო ქვეყანას სტატუსი. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! – ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით კალაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორ შეიძლება, ქართველმა კაცმა, სამშობლოზე შეყვარებულმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს.

კახა კალაძე: „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“

„ჩვენ ვიცით, მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ ამგვარ განცხადებებს. მათი სურვილია, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია მოაწყონ, სისხლისღვრა. კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, ქართველმა კაცმა, ღირსეულმა ადამიანმა, სამშობლოზე შეყვარებულმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს.

ესენი დაკავებულები არიან ქვეყნის მტრობით. დარბოდნენ ბრიუსელში, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ახლა ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, როგორმე არ მიეღო სტატუსი ქვეყანას. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?!

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არა არჩევნებისთვის, არამედ სიტუაციის რადიკალიზაციისთვის ემზადება“ – დავით მათიკაშვილი

ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან. ერთადერთი გზა რჩებათ, რაიმე სახის არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას: არავის არაფერი არ გამოუვა, ვერავინ ვერ გაბედავს არეულობის შემოტანას და დაპირისპირებას!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები