LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარღვევის შემთხვევების უმრავლესობა რუსულ ენაზე მოდის“ – კონკურენციის სააგენტო სერვისის არასახელმწიფო ენაზე მიწოდების ფაქტებს სწავლობს

125
რესტორანი

„ვფიქრობ, რომ მეწარმეებმა არ იციან, რომ თუ მომხმარებელს ქართულ ენაზე მომსახურებას არ შესთავაზებენ, ისინი კანონს დაარღვევენ. ამიტომ, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ცდილობს, ამ მხრივ ცნობიერება გაზარდოს“, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძემ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებით დაბალი ცნობიერებაა, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებმა არ იციან, რომ მომსახურების ქართულად გაწევაზე უარის თქმით კანონს არღვევენ.

„ვფიქრობ, რომ მეწარმეებმა არ იციან, რომ თუ მომხმარებელს ქართულ ენაზე მომსახურებას არ შესთავაზებენ, ისინი კანონს დაარღვევენ. ამიტომ, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ცდილობს, ამ მხრივ ცნობიერება გაზარდოს.

რაც შეეხება დარღვევის შემთხვევებს, უმრავლესობა რუსულ ენაზე მოდის, ასევე არის გალფის ქვეყნების ენები, რადგან ასეთი ობიექტების დამფუძნებლები ამ ქვეყნებიდან არიან“ – განმარტავს ლექვინაძე.

ბათუმში მომხმარებლისთვის სერვისის არასახელმწიფო ენაზე მიწოდების თემაზე შესწავლა დაიწყო – კონკურენციის ეროვნული სააგენტო

მისი თქმით, კანონი ბიზნესსუბიექტებს საქმიანობაში ბარიერებს არ უქმნის.

„კანონი ბიზნესს ბარიერს არ უქმნის. ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში საქმის წარმოების ენა არის ქართული ენა. მომხმარებლის ჭრილში შეზღუდვა არ არის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ მოვაჭრეს შეუძლია მომხმარებელს ათ ენაზე მიაწოდოს სერვისი და მომსახურება. ამაში შეზღუდული არავინ არ არის, თუმცა ამ ენებში აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო ენა“.

mazda magti 5g