LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან კინოში ვითამაშებ

94

მადრიდის ”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მისთვის საინტერესო იქნებოდა კინომსახიობის პროფესია.

– ძალები მოვსინჯო ჰოლივუდის ფილმში? რატომაც არა? ახლა საკუთარ თავს ამ ამოცანას არ ვუსვამ, ისე სხვათა შორის უკვე მქონდა კიდეც მიწვევა. უბრალოდ, ძალიან ძნელია ჩემ ამჟამინდელ საქმიანობასთან შეთავსება. აი სამომავლოდ კი ეს საინტერესო იქნებოდა. მე მომწონს სწავლა. სწავლა კი კარგი მსახიობების გარემოცვაშია შესაძლებელი. თუ ვივარჯიშებ, შესაძლოა პროგრესს მივაღწიო.

მიმაჩნია, რომ მსახიობის მუშაობა განსხვავდება ფეხბურთელის მუშაობისგან. მსახიობობა – ძალიან ლამაზი და რთული პროფესიაა. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ვითამაშებ დიდ კინოში. დავიწყებ პატარა როლებით, მივიღებ გამოცდილებას, მერე კი ვნახოთ – თქვა ისედაც სუპერვარსკვლავმა რონალდომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები