LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს – ირაკლი კობახიძე

111
kaxaze

ლადოს კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ შუალედურ არჩევნებზე მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა. ცნობილია ასევე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატების ვინაობაც: ზუგდიდში – გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე.

“ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი – როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

ლადოს რაც შეეხება, მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება და დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით , კანდიდატებზე მსჯელობა “კვირების მანძილზე პარტიაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, ეს იყო პარტიის საერთო გადაწყვეტილება”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g