LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახელდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მოგზაურობისთვის

103
HL_DMEYER_ISLANDE_WIRED-HP

ისლანდია აღიარეს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად – საერთაშორისო მოგზაურებისთვის 2025 წელს. ამის შესახებ ანალიტიკური პლატფორმა HelloSafe წერს.

კანადური ფინანსურ-ანალიტიკური პლატფორმის მონაცემებით, ისლანდიის უსაფრთხოების ინდექსი 18.23 ქულას შეადგენს. ამ მაჩვენებლით ევროპულმა ქვეყანამ გადაუსწრო სინგაპურს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ინდექსით — 19.99. ლიდერთა სამეულს დანია 20.05 ქულით ასრულებს.

საინტერესოა, რომ სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს 15 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნიდან 12 ევროპაში მდებარეობს. მათ შორის:

ჩეხეთი — მეექვსე ადგილი
სლოვენია — მეშვიდე ადგილი
ფინეთი — მერვე ადგილი
ესტონეთი — 24.63 ქულით, ტოპ-15-ში მოხვდა.

ბუტანი — 22.98 ქულა
ყატარი — 23.33 ქულა

როგორ ითვლება უსაფრთხოების ინდექსი?

უსაფრთხოების ინდექსი 0-დან 100 ქულამდე სკალით დგინდება:
რაც უფრო მეტია ქულა, მით მეტია რისკები და ქვეყანა მოგზაურობისთვის ნაკლებად საიმედოა.

HelloSafe-ის მეთოდოლოგია 35 კრიტერიუმს მოიცავს, მათ შორის:
ბუნებრივი კატასტროფები
ძალადობა
შიდა და გარე შეიარაღებული კონფლიქტები
ჯანდაცვის დონე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები