LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასავლეთის ზეწოლის შემთხვევაში შეიძლება ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია გადათქვას” – პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს სააკაშვილი

273
BeFunky-collage (2)

გუშინ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.

შეკრებილებს წერილის საშუალებით მიმართა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მისმა ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

“ეს არის სააკაშვილის ფაქტორი: 2012 წლის შემდეგ ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს”

მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა შერიგების იდეით და აღნიშნა: „ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს.”

აქციის ბოლოს ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა:

„ამდენ ადამიანს ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მართლები ვართ, მართლები ვართ როგორც არასოდეს. გეგმა არის ერთადერთი. სხვა გეგმა ვერ იქნება. გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა”, – თქვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ასეთ მრავალრიცხოვან აქციას არ ელოდა.

„გულახდილად გეტყვით, ასეთ ხალხმრავლობას არ ველოდი, რადგან 2012 წლის მერე აქციები ყოველთვის კლებადობისკენ მიდიოდა.

სხვათა შორის, ანალოგიური მდგომარეობა, როცა დიდი რაოდენობა იყრიდა თავს იყო რამდენიმეჯერ, მაგალითად, დავით სარალიძის გულშემატკივრებმა ძალიან დიდი აქცია მოაწყვეს, ოღონდ მერე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ პოლიტიზირებული რომ გახდა თავყრილობა ხალხის დიდი რაოდენობა გამოეცალა.

შემთხვევით პარალელს არ ვაკეთებ, მე მეჩვენება, რომ რაღაც ანალოგიური იყო გუშინაც და შემთხვევითი არც ის არის, რომ სააკაშვილის მოწოდება იყო -„მოდით შევრიგდეთ“, „აღარ არის დაპირისპირების დრო“, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი კუთხით იყო საკითხი დაყენებული.

სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, გუშინდელმა დღემ დიდი ძალა მისცა: იასკო სააკაშვილზე

არავის არ სიამოვნებს ციხეში ჩასმული საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, აი ეს სულისკვეთება, არჩევნებზე წასვლა და არა რევოლუციის მოხდენა, ამ თემებზე პედალირება გახდა იმის საფუძველი, რომ უფრო მეტი ხალხი მოვიდა, ამით მოიგო ამ შემთხვევაში ოპოზიციამ.

რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცესები რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა:

სააკაშვილმა ჩამოსვლით მსხვერპლის როლი შეიძინა, ამან განაპირობა, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც გააფუჭა, არამედ იმაზე, რაც გააკეთა - იაგო კაჭკაჭიშვილი

"ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს", - წერს სოციოლოგი.

„თემების განვითარების 2 ვარიანტი გვაქვს, ან გათავისუფლდება ვადაზე ადრე ან არა.

ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე პოზიცია ერთხელ უკვე გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა, სხვა იურიდიულად გამართული მექანიზმები მისი გათავისუფლებისა არ არსებობს იმიტომ, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია.

არის მეორე მექანიზმი ვადამდე გათავისუფლების, ეს არის დასავლეთის ზეწოლა, დასავლეთის ზეწოლის შემთხვევაში შეიძლება გადათქვას ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია, გაამართლოს ქვეყნის ინტერესებიც, ოღონდ მეეჭვება, რომ დასავლეთის ზეწოლა ამ შემთხვევაში ძალიან ძლიერი და ჯიუტი იყოს.“-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა „დღის თემის“ ეთერში ევროპარლამენტარების წერილიც შეაფასა.

სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე: ევროპარლამენტარები

ვოლსკი: თუ ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებათ, სტრასბურგს მიმართონ – პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია

„ვნახოთ რა მასშტაბებს მიიღებს ანალოგიური სულისკვეთება. ამავე დროს ჩვენ გვახსოვს უახლოესი კონტაქტი ევროპელი პოლიტიკოსებისა საქართველოსთან, როცა მიშელის დოკუმენტი მწიფდებოდა, ყველამ განაცხადა, რომ ქუჩაში დესტაბილიზაცია არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა და ამ დროს დესტაბილიზაციის ავტორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ძირითადად.

ხელისუფლებამ ქვეყანას, სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა: პრემიერი

პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, - განაცხადა ღარიბაშვილმა

ასევე სააკაშვილს უთხრეს, რომ არ წახვიდე საქართველოში, დესტაბილიზაციას გამოიწვევო.

აი ამ წინაპირობების ფონზე იგივე ხალხი, წამოდგეს და თქვას მიეცით თავისუფლება სააკაშვილსო ცოტა მეეჭვება.

მე პირადად არ ვთვლი, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების კრიტიკული ფაზა მსოფლიომ გაიარა.

არის მწვავე დაპირისპირება რუსეთთან და საქართველო, როგორც რუსეთისა და ევროპის საჭიდაო, გავლენის მოხდენის ერთ-ერთი მიზანი ამოტივტივდება პოლიტიკურ წრეებში.

იურიდიულად ვინც პოლიტიკოსია, პარლამენტარია ყველა პოლიტიკურ სიღრმეებში არ იყურება და რაღაც გავლენების და განწყობების გამო განცხადებებს აკეთებს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მივა იქ რეალური პოლიტიკა დაიწყებს ამუშავებას და რაც მოგახსენეთ იმ მიზეზების გამო მეეჭვება, რომ რუსეთზე პირალესილმა დასავლეთმა დღეს საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორი ქუჩაში გამოიყვანოს,“-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

მმართველი პარტიისთვის კლოუნი, ხოლო ოპოზიციის ნაწილისთვის ლიდერი: Reuters გუშინდელ აქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები