LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, გუშინდელმა დღემ დიდი ძალა მისცა: იასკო სააკაშვილზე

165
1

“მოცემულ მომენტში ის, სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს მისი ბრძოლაა. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა, ძალიან კარგი განწყობა აქვს, რადგან ხედავს, რომ ქართველ ხალხს აქვს იმედი და ეს ყველაზე მთავარია.” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მეორე ნახევარმა ლიზა იასკომ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ განაცხადა, რაც მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

იასკოს განცხადებით, სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ციხე დატოვოს:

“ძალიან მაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკვე 15-16 დღეა შიმშილობის, რა თქმა უნდა ძალიან დასუსტებულია. ის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას უხდის ქართველ ხალხს, გუშინდელი დღისთვის. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. ვიცი, მან კიევში რამდენი საქმე მიატოვა, მიატოვა ძალიან კომფორტული ცხოვრება. ჩამოვიდა აქ ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ ძალიან უყვარს და ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ციხე დატოვოს. ეს ახლა ყველაზე მთავარია.” – განაცხადა იასკომ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი იმავე საღამოს დააკავეს. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები