LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშორების შემდეგ ბრედ პიტმა შვილები პირველად მოინახულა

177

52 წლის ბრედ პიტმა, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალური დაშორების შემდეგ, პირველად ნახა შვილები. ვარსკვლავთან დაახლოებული პირების განცხადებით, მათ ერთად არაჩვეულებრივად გაატარეს დრო. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პიტს შვილების ნახვა მარტო ექიმის თანდასწრებით შეუძლია.

ბრედთან დაახლოებული პირების განცხადებით, მას შვილები ყველაზე მეტად უყვარს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ისინი ხშირად ნახოს. სანამ ჯოლი და პიტი ინდივიდუალურ კონსულტაციებზე დადიან, ბავშვები ოჯახურ თერაპიას სტუმრობენ. ბრედი განაგრძობს ნებაყოფლობით ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ტესტების ჩაბარებას.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავების რომანი 2005 წელს, ფილმის „მისტერ და მისის სმიტები“ გადაღებებზე დაიწყო, სადაც ორივე მთავარ როლს ასრულებდა. მაშინ პიტს ცოლად ჯენიფერ ენისტონი ჰყავდა. წყვილმა ურთიერთობა მხოლოდ 2014 წელს გააოფიციალურა. ამ წლების განმავლობაში ისინი სამ ბიოლოგიურ და სამ აყვანილ შვილს ზრდიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები