დათო არჩვაძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ ყველაზე ურჩი ბავშვი მეუღლისთვის თავადაა:
„სანამ პანდემია არ დადგა, შვილებისთვის ვერ მოვიცალე. ეს დაუწერელი კანონია, რომ შემოქმედი მშობელი საკუთარი შვილისთვის ვერასდროს იცლის. ყოველგვარი ვოკალის პედაგოგის გარეშე, ურეპეტიციოდ რამდენჯერმა გავიყვანე სამღერად და კარგი შედეგიც ჰქონდათ.
მე და ჩემი მეუღლე ბავშვების მიმართ ძალიან კრიტიკულები ვართ, თუმცა ფაქტია, ისინი ზედმეტი ძალისხმევისა და მომზადების გარეშეც მღერიან…
გამიმართლა და მადლობა ღმერთს, ჩემს შვილებს გმირი დედა ჰყავთ. რაც ოჯახი შევქმენით და შვილები გვეყოლა, მათი ცხოვრებით არის დაკავებული.
ოჯახი პირველ ადგილზე მყავს დაყენებული. ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ დღის პირველი ნახევარი მთლიანად ოჯახს დავუთმო. საღამოს ექვსის მერე ვიწყებ შემოქმედებით საქმიანობას. ყველაზე ძნელი და ურჩი ბავშვი მე აღმოვჩნდი ჩემი ცოლისთვის – ბავშვებზე მეტად ჩემს რეჟიმს უწყობს ხელს…“
დათო არჩვაძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავს: „10 წელი ერთად!.. გმირი მეუღლეობა და დედობა…“