LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილი: „ჩვენ შორის მესამე პირი არ ყოფილა. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად და მოგვბეზრდა ერთმანეთი…“

468
დათო დარჩია

რუსთაველის თეატრის მსახიობ დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ (7 მაისის ნომერი) თავისი დანგრეული ოჯახის შესახებ ესაუბრება. რამდენიმე წელია, ის და დათო დარჩია ერთმანეთს დაშორდნენ.

ვიქტორია ამბობს, რომ ეს ურთიერთობა არასდროს უნანია:

„მე და დათო 25 წელი ვიყავით ერთად. 2019 წელს გავშორდით ერთმანეთს. ჩემს შვილებს მამა უფრო უყვართ, ვიდრე დედა. ნამდვილად ასეა და ამაზე არ ვბრაზდები.

წასვლის ინიციატივა ვისი იყო?

ინიციატორი მე ვიყავი.

მესამე პირი გამოჩნდა თქვენ შორის?

არა. მესამე პირი არ არის. მიზეზი ისაა, რამ მანამდე ხდება ოჯახში. ჯერ ოჯახში ხდება „ის რაღაც“ და მერე ჩნდება მესამე პირი. ოჯახები არასდროს ინგრევა მესამე პირის გამო. ოჯახები ჯერ შიგნიდან ინგრევა და მერე ვიღაცები ჩნდებიან. ჩვენ შორის მესამე პირი არ ყოფილა. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად და მოგვბეზრდა ერთმანეთი. ბევრი ოჯახი მინახავს, ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. ახლა რომ ვუფიქრდები, ადამიანმა ოჯახი 40 წლის შემდეგ უნდა შექმნას.

მოდით, ასე ჩამოვყალიბდეთ: მე საკუთარი თავი ავარჩიე. ბავშვები უკვე დიდები არიან და მინდა, ვიცხოვრო ისე, როგორც მე მსურს…

ვიდეო: დათო დარჩია 30-წლიანი ქორწინების დასრულებაზე: „ადამიანთან ამდენი ხანი ხარ და უცებ აღარ არის შენ გვერდით. სიცარიელე არის, რა თქმა უნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g