დათო ტურაშვილი გადაცემაში „მე-17 სართული“ საუბრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის ოჯახსა და მიღწევებზე:
„სპეციალურად წავედი ხვიჩას მშობლების სანახავად. მივედი მათთან, რომ მადლობა გადამეხადა, ასეთი შვილი რომ გაზარდეს. შვილი, რომელმაც ასეთი სიხარული აჩუქა ყველას. ხომ ყველა ხვიჩას აწერინებს ხელს და მე მის მშობლებს მოვაწერინე…“