მწერალი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მიმართავს და 8 წლის დათუნას დახმარების მიზნით, გაერთიანებას სთხოვს.
როგორც დიკა სალაყაია წერს, პატარა დათუნას გულის სარქველზე პრობლემები აქვს, ამასთან, მას არ აქვს არც საკვების და არც წამლების შეძენის საშუალება.
„სამწუხაროდ, ცოტა გულშემატკივარი აღმოაჩნდა დათუნას, ამიტომაც თავიდან ვდებთ პოსტს.
სულ რამდენიმე დღის წინ, გული ისე ასტკივდა, რომ კლინიკაშიც მოხვდა. სარქველზეც პრობლემები აქვს და ამ ყველაფრის სავარაუდო მიზეზი ნერვიულობაა. რვა წლის არის, მაგრამ ძალიან დარდობს, ხშირად მშიერს რომ უწევს დაძინება და მისი დედიკოც ხშირად ტირის…
ახლაც ძალიან ცუდად არის და ამ ყველაფერთან ერთად საკვებიც არ აქვს. არც წამლები. სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება, რომ ფეხზე დადგეს და ისევ ასე შეძლოს გაღიმება.
დავეხმაროთ, პოსტიც გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. ეს უსაყვარლესი ბიჭი უნდა გავაღიმოთ ისევ.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი: #GE53BG0000000027533500
თიბისი ბანკი: #GE64TB7986745061100060
გზავნილი შეგიძლიათ: Diana Salakaia “, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.
სამწუხაროდ ცოტა გულშემატკივარი აღმოაჩნდა დათუნას, ამიტომაც თავიდან ვდებთ პოსტს.😞 სულ რამდენიმე დღის წინ გული ისე…
Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025