მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა ტერმინით აფასებს – ზოგი ამბობს, რომ ეს გენოციდია, ზოგი კი ამ სიტყვის გამოყენებისგან თავს იკავებს.
ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას სიტყვა “გენოციდი ახსენა
რუსები და უკრაინელები ძმები არიან – ფრთხილად ვიქნებოდი „გენოციდის“ ტერმინის გამოყენებასთან: მაკრონი
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით არ არის და ამისთვის საერთაშორისო შეფასებას დაელოდებიან:
“ამაზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. მაგალითად, იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ა.შ. ჯერჯერობით არ არის ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები”, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ამისთვის საკმარისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, კობახიძე ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის არც მისთვის და არც საფრანგეთის პრეზიდენტისთვის:
“რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. ამიტომ, საჭიროა სამართლებრივი შეფასება, რომ ჩვენგან პოლიტიკური შეფასება გაკეთდეს”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა “გენოციდი” გუშინ პირველად ახსენა.
გუშინვე, საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუელ მაკრონიმ თქვა, რომ რუსები და უკრაინელები ძმები არიან და “გენოციდის” ტერმინის გამოყენებასთან ფრთხილად იქნებოდა.