LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გამრეკელის და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა – როგორ შეძლებთ მოძრაობას

194
12

თბილისში, დავით გამრეკელის და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.

„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემის შესაბამისად, უკვე უზრუნველყო შუქნიშნების გადაწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და საგზაო მონიშვნების დახაზვა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები