LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

191
kirkitaaaa

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კირკიტაძეს სასამართლომ ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა. 

დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა

მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა, რის გამოც, სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა.

„ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო“ – თქვა მან სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

დავით კირკიტაძე ციხეში ქორწინდება

დავით კირკიტაძე ციხეში ქორწინდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები