LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „0+0 კვლავაც 0-ია, სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე – მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა“

131
დავით მათიკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი დიდი ხანია აღარ არსებობს და დიდი ხანია მას ისევე როგორც დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას, პულსი აღარ ესინჯება. 0+0 კვლავაც 0-ია – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე“,– ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი ამბობს, რომ „თუ ოპოზიციას „დავალების მიმცემი პირი პირდაპირ დაავალებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ასეც მოიქცევა. მისივე განცხადებით, „თუ არ მიიღებენ მონაწილეობას – ესე იგი იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის საზოგადოდ გაცხადება“:

„სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მომავალი დიდი ხანია აღარ არსებობს და დიდი ხანია მას ისევე როგორც დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას, პულსი აღარ ესინჯება. 0+0 კვლავაც 0-ია – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე. მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, უცხოეთიდან მიღებული დავალებები და ხალხის მოტყუება. როდესაც ხალხი ვერ მოატყუეს, ამავდროულად ამ დავალებების ჭრილშიც გარკვეულ დეფიციტს განიცდიან, ისინი აწყდებიან კედლებს, ვერ გამოაქვთ დასკვნები საკუთარი ქმედებებიდანაც და ვერ პოულობენ იმ გზას, რომელიც რადიკალებს რაიმე ფორმით საქართველოში წარმატებას მიაღწევინებს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მიიღებენ მონაწილეობას – ესე იგი იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის საზოგადოდ გაცხადება. ერთადერთ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ამ აგენტურას დავალების მიმცემი პირდაპირ დაავალებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ შედეგი, ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც არის ერთადერთი – საზოგადოების უნდობლობა და აქედან გამომდინარე ურეიტინგობა და მათი პოლიტიკურ სანაგვეზე ყოფნა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g