კარლ ჰარცელი არ არის ჩემთვის მხოლოდ ელჩი ევროკავშირის. უკვე მრცხვენია ხოლმე ამ კაცთან შეხვედრის, – ამის შესახებ პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრისას განაცხადა.
როგორ მან “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, უჭირს დაასახელოს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ვინმე ისეთი, ვისაც კარლ ჰარცელზე მეტი შრომა აქვს ჩადებული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შექმნილი გამოწვევების გადასალახად.
“მე ბევრი დიპლომატი და უცხოელი მინახავს, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში, რაც ამ კაცმა ანუ ევროპამ და ევროპის წარმომადგენელმა საქართველოში იშრომა, იწვალა, არ ვიცი, რაები არ ჩაიდინა..
დღეს, ყველაზე უკეთ საქართველოს სოფლებისა და დაბების, მათი საზღვრების მცოდნე ადამიანი კარლ ჰარცელია.
მე გამიჭირდება დღეს დავასახელო ვინმე ქართველი პოლიტიკოსი თუ მოღვაწე, ვისაც მეტი ღვაწლი, შრომა და ნერვი აქვს ჩადებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც სწორ გზაზე დადგეს”, – თქვა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ევროპიდან უზარმაზარი ხელშეწყობა და მოტივაცია ჩანს, რისი გაფლანგვაც არ შეიძლება.
“არ შეიძლება არანაირი მოტივით, არც პერსონალური თემით, არც პატივმოყვარეობით. ამ ტალღაზე რამ შეიძლება გადაგვრთოს? აქ აუცილებელია, პერსონალური ემოციური მუხტი, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს ერთად დაჯდომა”,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს