LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი სააკაშვილზე: პროცესზე დასწრება ემსახურება იმას, რომ მისი მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს – არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის მომსახურებას ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს

72
ბექა დავითულიანი

„მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან კანონის ფარგლებში თავი იმართლოს, არამედ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებისთვის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია საქართველოში, ევროპარლამენტარების პოლიტიკური სპეკულაციაა, რასაც ისინი საკუთარ ქვეყანაში და სხვა პოლიტიკოსის შემთხვევაში არ გააკეთებდნენ.

„მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციონერივით რომ გადმოკვეთა საზღვარი, მხოლოდ ისიც კმარა იმისთვის, რომ ადამიანი პატიმრობაში იყოს. ევროპარლამენტარები თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდნენ, არცერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცეოდა.

ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის, რომ ხელი შეაწმინდო და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ის, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, ეს ევროპარლამენტარების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაცია“, – განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი პატიმრის და მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს შესაბამის უწყებას აქვს აღებული და ის განსაზღვრავს, რომელ პატიმარს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება.

როგორც დავითულიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმის მაგალითი, რომ პატიმარი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გაეყვანათ, არ ახსენდება.

ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

„მიხეილ სააკაშვილის დაავადებებთან დაკავშირებით სასამართლოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე სეზონია, რაც მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის და ჯვარი წერია, მაგრამ თავისი თანაგუნდელები ამბობდნენ, თითქოს და მართლა ბოლო წუთებს ითვლიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებულია და მისი მკურნალობა „ვივამედში“ მიმდინარეობს და არა ციხის საავადმყოფოში.

თუმცა არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის შესაბამის მომსახურებას ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს. ამ ქვეყანაში პრაქტიკა იმის, რომ მსჯავრდადებული საზღვარგარეთ გაეყვანათ სამკურნალოდ მძიმე დაავადებების გამო, არ მახსენდება. თუმცა თუ სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი საქმეა და არა ჩემი.

კანონი სტანდარტულს და არა სტანდარტულს არ განსაზღვრავს. კანონშივე არის განსაზღვრული, რამდენიმე შესაძლებლობა იმისი, რომ ვიღაცის მიმართ არასტანდარტული მიდგომა იყოს. მაგალითად: ეს არის პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმი და სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე აღნიშნა, რომ „არა და არასდროს“ და მის შეწყალებას არ აპირებს, ხოლო სასამართლოს კანონის დარღვევას ვერავინ ვერ მოსთხოვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი თავის ჯანმრთელობას რატომღაც თვითონ მიზანმიმართულად იზიანებდა. მესმის, რომ დეპრესიული ფონი აქვს და ოთხ კედელში ყოფნას ვერ ეგუება, ისევე როგორც ვერ ეგუება პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მას რაიმე არ დაუშავდეს. რევოლუციისთვის ჩამოვიდა და ციხეში აღმოჩნდა – ეს ყველაფრის საწყისი გახდა.

სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული - გიული ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე წარდგენა მოისურვა. 

სასჯელის გადავადების მექანიზმი არსებობს, მაგრამ დასაბუთება სჭირდება, რომ სასჯელის გადავადება აუცილებელია და სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, რა ხდება ხომ იცით? ადამიანებს, როგორც წესი, ქვეყნიდან გაგზავნას უკრძალავენ და სასჯელს უვადებენ, მაგრამ ეს რამდენად აწყობს დაცვის მხარეს, ეს მათი საქმეა.

თუ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტიკურად, არ მგონია, რომ დაზიანდეს „ქართული ოცნება“. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩათვალა საჭიროდ და ხელისუფლების ნაწილი სასამართლო ხელისუფლება არ არის და როგორ უნდა დავზიანდეთ?!“– განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი – გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება“ – ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დღევანდელ პროცესს დაესწროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g